საიტს კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს
ბევრი ბიზნესი ვებგვერდის გაკეთებას იწყებს ფრაზით: “გვინდა თანამედროვე საიტი”. ეს კარგი დასაწყისია, მაგრამ საკმარისი არ არის. თანამედროვე საიტი რას ნიშნავს — უნდა გაყიდოს, მოიტანოს ზარები, აჩვენოს პორტფოლიო თუ მიიღოს შეკვეთები?
თუ საიტის მიზანი არ არის მკაფიო, მომხმარებელიც ვერ მიხვდება რა უნდა გააკეთოს. სერვისის ბიზნესისთვის მთავარი შეიძლება იყოს მოთხოვნის გაგზავნა, ონლაინ მაღაზიისთვის — ყიდვა, რესტორნისთვის — მენიუს ნახვა და შეკვეთა.
კონტენტი წინასწარ მოამზადეთ
ვებგვერდის პროექტები ხშირად იმიტომ იწელება, რომ ტექსტები და ფოტოები მზად არ არის. ბიზნესმა უნდა მოამზადოს სერვისების აღწერა, პროდუქტის ინფორმაცია, ფოტოები, FAQ, საკონტაქტო მონაცემები და ძირითადი უპირატესობები.
ტექსტი უნდა იყოს ადამიანური. მომხმარებელს არ აინტერესებს ზოგადი ფრაზები, თუ არ ჩანს კონკრეტულად რას აკეთებთ და რატომ უნდა გენდოთ.
დიზაინი ლამაზიც უნდა იყოს და გასაგებიც
კარგი დიზაინი მხოლოდ ფერები და ანიმაციები არ არის. კარგი დიზაინი მომხმარებელს გზას უჩვენებს: სად უნდა დააჭიროს, რას სთავაზობთ და რა არის შემდეგი ნაბიჯი.
საიტი უნდა იყოს მარტივი წასაკითხი, სწრაფი და მობილურზე კომფორტული. მომხმარებელმა არ უნდა იფიქროს სად იპოვოს ინფორმაცია.
SEO თავიდანვე მნიშვნელოვანია
თუ გინდათ, რომ Google-ში გამოჩნდეთ, SEO საიტის ბოლოს დამატებული საქმე არ უნდა იყოს. გვერდების სათაურები, URL-ები, ტექსტები და სტრუქტურა თავიდანვე უნდა დაიგეგმოს.
სერვისულ ბიზნესს ხშირად სჭირდება ცალკე გვერდები თითოეული სერვისისთვის. ეს უკეთესია SEO-სთვისაც და მომხმარებლისთვისაც, ვიდრე ყველა ინფორმაციის ერთ გვერდზე ჩატენა.
ტექნიკური მხარე არ უნდა დაგრჩეთ
საიტს სჭირდება hosting, SSL, backup, ანალიტიკა, ფორმების დაცვა spam-ისგან და რეგულარული განახლებები. ეს მომხმარებლისთვის უხილავია, მაგრამ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გაშვების შემდეგაც საჭიროა მხარდაჭერა. საიტი ცოცხალი აქტივია და არა ერთხელ გაკეთებული ფაილი.