პროდუქტი მარტივად საპოვნელი უნდა იყოს
ონლაინ მაღაზიის გაკეთება პირველი ნაბიჯია. გაყიდვების ზრდა კი მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი. შეიძლება საიტზე ხალხი შემოდიოდეს, მაგრამ ცოტამ ყიდულობდეს.
თუ მომხმარებელი საიტზე შევიდა და ვერ მიხვდა სად მოძებნოს პროდუქტი, ის დიდხანს არ დარჩება. კატეგორიები, ფილტრები და ძებნა ძალიან მნიშვნელოვანია.
პროდუქტის გვერდი კითხვებს უნდა პასუხობდეს
კარგი პროდუქტის გვერდი პატარა გამყიდველივით მუშაობს. ის უხსნის მომხმარებელს რა არის პროდუქტი, რა უპირატესობა აქვს, როგორ გამოიყენება, რა ზომაა და როგორ მიეწოდება.
თუ პროდუქტის გვერდზე მხოლოდ ერთი ფოტო და ფასი გაქვთ, ბევრ მომხმარებელს ეჭვი დარჩება. ეჭვი კი გაყიდვის მტერია.
checkout მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს
ბევრი შეკვეთა checkout-ზე იკარგება. ზოგჯერ ფორმა გრძელია, ზოგჯერ მიწოდების ფასი გვიან ჩანს, ზოგჯერ გადახდის მეთოდი არ არის კომფორტული.
კარგ checkout-ში ყველაფერი გასაგებია: რა პროდუქტია კალათაში, რა ღირს, რამდენია მიწოდება, როგორ გადაიხდის მომხმარებელი და როდის მიიღებს შეკვეთას.
SEO და ანალიტიკა ზრდის საფუძველია
რეკლამა სწრაფია, მაგრამ როგორც კი ბიუჯეტს გააჩერებთ, ტრაფიკიც ჩერდება. SEO ნელა იწყებს მუშაობას, მაგრამ გრძელვადიანად ძალიან ღირებულია.
Google Analytics და Search Console უნდა გქონდეთ ჩართული. უნდა იცოდეთ საიდან მოდის ხალხი, რას ნახულობს და სად ტოვებს საიტს. გადაწყვეტილებები მონაცემებით მიიღეთ.