1-3: მიზანი, აუდიტორია და კატეგორიები
პირველი კითხვა არის: რატომ ვაკეთებთ ონლაინ მაღაზიას? გვინდა მეტი გაყიდვა, შეკვეთების ავტომატიზაცია, Facebook-იდან მომხმარებლის საიტზე გადაყვანა თუ ახალი ბაზრის ტესტირება?
შემდეგ უნდა იცოდეთ რას ყიდით და ვისზე. ახალგაზრდა მომხმარებელი სხვანაირად ყიდულობს, B2B კლიენტი სხვანაირად. პროდუქტები კი ლოგიკურად უნდა დაიყოს, რადგან კარგი კატეგორიები ყიდვას ამარტივებს და SEO-საც ეხმარება.
4-6: ფუნქციები, დიზაინი და development
ჩამოწერეთ რა გჭირდებათ პირველ ვერსიაში: კალათა, გადახდა, მიწოდება, ფილტრები, admin panel, პრომოკოდები ან მომხმარებლის ანგარიში. ყველაფერი ერთდროულად საჭირო არ არის.
დიზაინი უნდა იყოს ლამაზი, მაგრამ პირველ რიგში გასაგები. შემდეგ დიზაინი რეალურ საიტად იქცევა: კეთდება frontend, backend, admin panel, კალათა, checkout და სხვა საჭირო ნაწილები.
7-8: SEO, გადახდა და მიწოდება
გაშვებამდე უნდა მომზადდეს სათაურები, meta description-ები, URL-ები, sitemap და ძირითადი SEO სტრუქტურა. ეს თავიდანვე ჯობია გაკეთდეს.
ონლაინ მაღაზია გაყიდვებისთვის იქმნება, ამიტომ გადახდა და მიწოდება კრიტიკულია. უნდა გაიტესტოს, რომ შეკვეთა სწორად მოდის და მომხმარებელი დადასტურებას იღებს.
9-10: ტესტირება და გაშვების შემდეგი დაკვირვება
საიტი უნდა შემოწმდეს ტელეფონზე, კომპიუტერზე, checkout-ში, ფორმებში და admin panel-ში. პატარა შეცდომაც შეიძლება გაყიდვას აფერხებდეს.
გაშვების შემდეგ საქმე არ მთავრდება. უნდა დააკვირდეთ ანალიტიკას, მომხმარებლის ქცევას და ნელ-ნელა გააუმჯობესოთ საიტი.