ბლოგზე დაბრუნება
ნიშური გზამკვლევები

სამშენებლო მასალების ონლაინ მაღაზია: B2B კატალოგი, მარაგი და მიწოდება

სამშენებლო მასალების ecommerce-ში მნიშვნელოვანია ერთეულები, მოცულობა, საწყობის მარაგი, საბითუმო ფასი და ზონური მიწოდება.

სამშენებლო მასალების B2B ონლაინ კატალოგი ზონური მიწოდებით

ერთეული და მოცულობა ფასი არ უნდა აბნევდეს

სამშენებლო მასალების გვერდზე მხოლოდ “ფასი” საკმარისი არ არის. უნდა ჩანდეს ერთეული, შეფუთვა, მინიმალური შეკვეთა და მიწოდების შეზღუდვები.

თუ მომხმარებელი ვერ ხვდება ფასი რაზეა, შეკვეთას არ დაასრულებს.

საწყობის მარაგი კრიტიკულია

B2B მომხმარებელი ხშირად სწრაფად ყიდულობს და მარაგის სიზუსტეს ელოდება. ამიტომ product/inventory management ყოველდღიური ფუნქციაა.

Excel import განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასებისა და მარაგების სწრაფი განახლებისთვის.

ზონური მიწოდება უნდა დაითვალოს server-side

მიწოდების ფასი შეიძლება დამოკიდებული იყოს ქალაქზე, წონაზე ან შეკვეთის მოცულობაზე. მინიმუმ ზონური ფასი და free-over წესები checkout-ში უნდა ჩანდეს.

ფასი server-side უნდა დაითვალოს, რომ მომხმარებელმა ვერ შეცვალოს თანხა client-side-ით.

SEO მუშაობს კატეგორიებზე

“ცემენტი”, “საღებავი”, “თაბაშირ-მუყაო”, “ინსტრუმენტები” — თითო კატეგორია საკუთარი ტექსტითა და URL-ით უნდა არსებობდეს.

ასე მაღაზია მხოლოდ existing კლიენტებისთვის კი არა, Google-იდან მოსული მოთხოვნებისთვისაც მუშაობს.